CANNA Coco Professional Plus 50L

CANNA Coco Professional Plus 100%-ით ქოქოსის ბოჭკოს შემცველი მცენარის სარგავი სუბსტრატი.

CANNA Coco Professional Plus ინდოეთში მოპოვებული  ქოქოსის ქერქის გადამუშავების შედეგად მოპოვებული ნედლეულისგან მზადდება.  ქოქოსის ბოჭკოს წარმოება ხარისხის მკაცრ კონტროლს ექვემდებარება, შესაბამისად ჩვენ ვიძლევით გარანტიას  სუბსტრატის მაღალ ხარისხზე.

CANNA Coco Professional Plus მცენარისთვის იდეალური გარემოს შესაქმნელად სრულად გარეცხილი და ბუფერიზებული სუბსტრატია. ქოქოსის ბოჭკოს, წყლის და ჰაერის საუკეთესოდ დაბალანსებული სისტემა აქვს, რაც კულტივირების მომენტიდანვე იდეალურ გარემოს უქმნის   მცენარეს და მის ნაყოფს სწრაფი ზრდისთვის.

CANNA Coco Professional Plus არ წარმოადგენს წინასწარ, სასუქით გამდიდრებულ სუბსტრატს, რაც გულისხმობს სასუქის მიწოდების აუცილებლობას მცენარის საჭიროებისამებრ.

 

გამოყენების წესი:

ქოთნის შევსებამდე, კარგად გააფხვიერეთ  CANNA Coco Professional Plus .  შეავსეთ ქოთანი გაფხვიერებული სუბსტრატით და ჩარგეთ მცენარე. დარწმუნდით, რომ  დატოვეთ 2.5-სმ სიმაღლის სივრცე სუბსტრატიდან  ქოთნის ზედა კიდემდე, რადგან მორწყვისას დაგროვილი წყალი თავისუფლად ჩაედინებოდეს. ნაზად შეარხიეთ ქოთანი მიწის მიმართულებით რათა ფესვთა სისტემიდან გამოიდევნოს ზედმეტი ჰაერი და მოხდეს COCO-ს სრული განაწილება. ნუ მიიყვანთ სუბსტრატს დატკეპნამდე.

მორწყეთ მცენარე წყლით (PH-5.8) მანამ, სანამ არ მოხდება წყლის გადინება. დაფესვიანების პროცესის გასაუმჯობესებლად წყალს შეგიძლიათ დაუმტოთ CANNA Rhizotonic-ი.

სასუქით მცენარის მორწყვა შეგიძლიათ მაშინ როდესაც COCO დაიწყებს გამოშრობას. გთხოვთ, გამოიყენოთ შესაბამისი სასუქი რათა  კაპიტალი დააბანდოთ ხარისხსა და უსაფრთხოებაში!  სასუქი CANNA Coco A&B სპეციალურად არის შექმნილი CANNA Coco-ს სუბსტრატში გამოსაყენებლად.

მორწყვა:

მცენარის მორწყვის დროს საჭიროა ქოთნის ზომის, ზრდის პირობების და მცენარის  ზრდის ფაზის გათვალისწინება. ნორმალურ პირობებში, სწრაფად მზარდ, ზრდასრულ მცენარეებს დღის განმავლობაში ერთ კვადრატულ მეტრზე  4-6 ლიტრი წყლის აორთქლება შეუძლიათ.

გამოყენება:

სუბსტრატი გამოიყენება სწრაფად მზარდი ბოსტნეულისთვის, ხეხილის,  ნაყოფიანი და ყვავილებადი მცენარეებისთვის.

 

შეფუთვა 100%-ით გადამუშავებადია.

შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილზე 4° C  ზემოთ ტემპერატურაზე.

Product size

50 liters