CANNA Terra Professional
CANNA Terra Professional მცენარის გასაზრდელად შექმნილი და წინასწარ განოყიერებული სუბსტრატია. იგი გამორჩეულად მეტ უპირატესობას სთავასობს მებაღეს და მის მცენარეებს.
სუბსტრატი შედგება ტორფისგან და აგრო პერლიტისგან რომელიც უზრუნველყოფს ტენის და აირაციის ბალანსს. სუბსტრატი ფლობს RHP ხარისხის ნიშანს, ეს კი მეტყველებს მის მაღალ ხარსხსა და უწყვეტობაზე.
CANNA Terra Professional-ი წინასწარ, მსუბუქად არის განოყიერებული სპეციალური მკვებავი ნივთიერებებით რომელიც მდიდარია მცენარისთვის საჭირო ელემენტებით.
CANNA Terra Professional-ით შესაძლებელია ნიადაგის გამდიდრებაც რადგან იგი საუკეთესოა როგორც შიდა, ისე გარე მებაღეობაში.
გამოყენების წესი:
ქოთნის შევსებამდე, კარგად გააფხვიერეთ CANNA Terra Professional-ი. შეავსეთ ქოთანი გაფხვიერებული სუბსტრატით და ჩარგეთ მცენარე. დარწმუნდით, რომ დატოვეთ 2.5-სმ სიმაღლის სივრცე სუბსტრატიდან ქოთნის ზედა კიდემდე, რადგან მორწყვისას დაგროვილი წყალი თავისუფლად ჩაედინებოდეს. ნაზად შეარხიეთ ქოთანი მიწის მიმართულებით რათა ფესვთა სისტემიდან გამოიდევნოს ზედმეტი ჰაერი და მოხდეს Terra-ს სრული განაწილება. ნუ მიიყვანთ სუბსტრატს დატკეპნამდე.
მორწყეთ მცენარე წყლით (PH-6.0) მანამ, სანამ არ მოხდება წყლის გადინება. დაფესვიანების პროცესის გასაუმჯობესებლად წყალს შეგიძლიათ დაუმტოთ CANNA Rhizotonic-ი.
სასუქით მცენარის მორწყვა შეგიძლიათ მაშინ როდესაც Terra დაიწყებს გამოშრობას. გთხოვთ, გამოიყენოთ შესაბამისი სასუქი რათა კაპიტალი დააბანდოთ ხარისხსა და უსაფრთხოებაში!
სასუქი CANNA Terra Vega და CANNA Terra Flores სპეციალურად არის შექმნილი CANNA Terra-ს სუბსტრატებში გამოსაყენებლად.
მორწყვა:
მცენარის მორწყვის დროს საჭიროა ქოთნის ზომის, ზრდის პირობების და მცენარის ზრდის ფაზის გათვალისწინება. ნორმალურ პირობებში, სწრაფად მზარდ, ზრდასრულ მცენარეებს დღის განმავლობაში ერთ კვადრატულ მეტრზე 4-6 ლიტრი წყლის აორთქლება შეუძლიათ.
გამოყენება:
სუბსტრატი გამოიყენება სწრაფად მზარდი ბოსტნეულისთვის, ხეხილის, ნაყოფიანი და ყვავილებადი მცენარეებისთვის.
შეფუთვა 100%-ით გადამუშავებადია.
Product size | 10 liters, 25 liters, 50 liters |
---|