CANNA Aqua Vega A&B

აქვა ვეგა A&B სრული საკვები დანამატია სწრაფად მზარდი მცენარეებისთვის, შეიცავს მცენარის ოპტიმალური ზრდისთვის საჭირო ყველა ელემენტს. კანა აქვა ვეგა A&B  უზრუნველყოფს ძლიერი მცენარის ჩამოყალიბებას დიდი და მტკიცე ყლორტებით. კანა აქვა ვეგა A&B მარტივი გამოსაყენებელია, პირდაპირ იხსნება წყალში და იდეალურია რეცირკულირებადი ჰიდროფონიკული სისტემებისთვის.

გაომყენების წესები:

  • კარგად შეანჯღრიეთ გამოყენებამდე.
  • გაავსეთ საკვები რეზერვუარი წყლით.
  • დაამატეთ კანა აქვა ვეგა A+B 1:500 (20 მლ A და 20 მლ B – ყოველ 10 ლიტრ წყალში) პროპორციით.
    – დაამატეთ კანა აქვა ვეგა A საკვების რეზერვუარში.
    – კარგად მოურიეთ და დაამატეთ კანა აქვა ვეგა
    – კიდევ ერთხელ მოურიეთ და დაიცადეთ რამდენიმე საათის განმავლობაში.
  • ონკანის წყალში გახსნილი კანა აქვა ვეგა A&B-ს EC (ელექტროგამტარიანობა) მერყეობს 1,1 – 1,9 mS შუალედში ( =სასუქის EC + წყლის EC )
  • რეკომენდირებული pH (მჟავიანობა): 5,2 – 6,2.
    – ამ საკვები ნივთიერების სპეციალური შემადგენლობის წყალობით, pH დონის თავდაპირველი რეგულირების შემდეგ მჟავიანობის ხელახალი დარეგულირება არ არის საჭირო.
  • ვეგეტაციაში და ყვავილობის 1-3 კვირაში გამოსაყენებლად. პირველი ყვავილების გამოჩენისთანავე ჩაანაცვლეთ კანა აქვა ფლორესით.
  • საკვები ხსნარი განაახლეთ რეგულარულად.

ინფორმაცია შენახვის პირობების შესახებ:

შეინახეთ ბოთლები ჰერმეტულად დახურულ მდგომარეობაში.
შეინახეთ მხოლოდ ორიგინალ კონტეინერში.
მოარიდეთ სითბოს, სიცივეს და მზის პირდაპირ სხივებს.
შენახვის რეკომენდირებული ტემპერატურა 10 – 30 °C.

  • კანამ სპეციალურად შეიმუშავა კანა აქვა ფლორესი მცენარის ყვავილობის ფაზისთვის.
  • არ შეურიოთ A და B კომპონენტი პირდაპირ; პირდაპირი შერევისას წარმოიქმნება უხსნადი კომბინაციები, რომლებსაც მცენარე ვერ აითვისებს.
  • სასუქების გადაჭარბებული მოხმარება ცუდ გავლენას ახდენს ნიადაგზე, მცენარეზე და ზოგადად ბუნებაზე.
  • კანა მუშაობს მხოლოდ მაღალი ხარისხის საკვებითა და ხელატებით, რომლებიც მყისიერად და სრულად ათვისებადია მცენარისთვის.
  • შეფუთვა დამზადებულია პოლიეთილენისგან (PVC და კადმიუმის გარეშე), გადამუშავებადი პლასტმასისგან.

გაფრთხილება

იწვევს თვალის ძლიერ გაღიზიანებას.
გამოიყენეთ თვალის დამცავი.
თვალში მოხვედრის შემთხვევაში: კარგად ჩამოიბანეთ წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამოიღეთ კონტაქტური ლინზები, ასეთის არსწებობის შემთხვევაში. განაგრძეთ ჩამობანვა.
თვალის გაღიზიანების შემთხვევაში: მიმართეთ ექიმს.

ეტიკეტზე საშიშროების განმსაზღვრელი კომპონენტები: კალციუმის ნიტრატი, ამონიუმის ნიტრატი.

ზომა

PART A – 1 LITER, PART A – 10 LITER, PART A – 5 LITER, PART B – 1 LITER, PART B – 10 LITER, PART B – 5 LITER