CANNA Coco A&B

პრემიუმ ხარისის სრული საკვები დანამატი ერთწლიანი კულტურებისთვის, შეიცავს ფულვო მჟავას. შემუშავებულია სპეციალურად CANNA COCO სარგავი სუბსტრატისთვის. Coco A და Coco B გამოიყენება მხოლოდ ერთად, კომბინაციაში. 2 ნაწილი 

CANNA Coco A&B სრული საკვები დანამატია ერთწლიანი კულტურებისთვის, მასში შემავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტები მცენარეს უზრუნველყოფს

ოპტიმალური სავეგეტაციო და ყვავილობის ფაზით. სასუქი შეიცავს ფულვო მჟავას, რომელიც მცენარეს ეხმარება  საკვები ნივთიერებების სწრაფად ათვისებაში და ზრდის

მის პროდუქტიულობას, ეს ყოველივე მცენარის სწრაფ და  უხვმოსავლიან ზრდას განაპირობებს. CANNA Coco A&B გამოიყენება ვეგეტაციის და ყვავილობის ფაზაში, სასუქის

მოხმარება უმჯობესია ხარისხიან ქოქოსის სუბსტრატთან ერთად (როგორიც არის CANNA COCO). CANNA Coco A&B ადვილად მოხმარებადია, ის წყალში სწრაფად იხსნება

და ძალზე მოსახერხებელია მცენარის ქოთანში და ე.წ “run to waste” სისტემებში გასაზრდელად.

გამოყენების წესები:

  • კარგად შეანჯღრიეთ გამოყენებამდე.
  • შეავსეთ სასუქისთვის განკუთვნილი ჭურჭელი სუფთა წყლით.
  • დაამატეთ CANNA Coco A+B განზავების თანაფარდობით 1:250 (40 მლ A და 40 მლ B 10 ლ წყალზე).
  • თავდაპირველად წყალში გახსენით CANNA Coco A.

-კარგად მოურიეთ და შემდეგ დაამატეთ CANNA Coco B.

-კვლავ მოურიეთ და გააჩერეთ რამდენიმე საათის განმავლობაში.

  • წყალში (ონკანის) გახსნილი CANNA Coco A&B -ის EC დონე მერყეობს 1,2 – 2,3 mS (= მკვებავი ნივთიერების EC + წყლის EC) ფარგლებში.
  • რეკომენდებული pH:5,2 – 6,2.
  • ინტენსიური ზრდის პროცესში, მკვებავი ხსნარით მცენარის წვეთოვანი კვება უნდა მოხდეს 1-3-ჯერ დღეში. დარწმუნდით, რომ დრენირება იყოს

10%-დან 20%-მდე. ზოგადად, ეს გულისხმობს 4-6 ლიტრი მკვებავი ხსნარის გამოყენებას ერთ მ²-ზე დღეში.

Product size

Part A 10 Liters, Part A 1L, Part A 5 Liters, Part B 10 Liters, Part B 1L, Part B 5 Liters